weather cur horoscope tv
ივლისი 03, 2020

კულტურა

ამერიკის კინოაკადემიამ იმ კინოხელოვანთა ვინაობა გაამხილა, ვისაც წლის ბოლოს საგანგებო ცერემონიაზე ოსკარების საპატიო ჯილდოებს გადასცემენ.

როგორც ცნობილია, აღიარებულ მუსიკოს ელტონ ჯონზე გადაღებულ ბიოგრაფიულ დრამას რუსეთში ცენზურით შეხვდნენ და ფილმიდან სასიყვარულო და ნარკოტიკების გამოყენების სცენები ამოჭრეს, რასაც თავად ფილმ „როკეტმენის“ ავტორები გამოეხმაურნენ.

ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლათს ეროვნული კატეგორიის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ადგილობრივებს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აცნობა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ომარ ნიშნიანიძემ გემის მშნებლობა თითქმის დაასრულა. „ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, „არგოს“ მდინარე რიონში 2 ივნისს გაუშვებენ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესიის კედლები ძალაყინით ჩამოანგრიეს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი პირვანდელი სახით აღარ არსებობს.

საბავშვო მუსიკალური კონკურსის – „რანინას“ მეორე სეზონის გამარჯვებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში მცხოვრები 12 წლის გიორგი როსტიაშვილი გახდა. სწორედ ის წარადგენს საქართველოს 2019 წლის საბავშვო ევროვიზიაზე.

2019 წლის ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენა, კანის რიგით 72-ე საერთაშორისო ფესტივალი სამხრეთ კორეული შავი კომედიის გამარჯვებით დასრულდა. „ოქროს პალმის რტო“ კორეელ რეჟისორს, საერთაშორისო პროექტებით (Snowpiercer, Okja) ცნობილ ჯუნ-ჰო პონს გადაეცა ფილმისთვის…

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ონში მხარეთმცდონეობის მუზეუმი აშენდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მუზეუმი საკონფერენციო დარბაზს, ფონდსაცავს, ბიბლიოთეკას, მედიათეკას და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს.

საქართველოში ქვევრის ღვინის მესამე საერთაშორისო კონკურსი 21 და 22 ივნისს გაიმართება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის ღვინის მწარმოებლებს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. საკონკურსო ნიმუშებს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური…

ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა ევროპული მემკვიდრეობის პრიზი – „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]