weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

ბოლო 40 წელში ხერხემლიან ცხოველთა 60% განადგურდა

11:25 პარასკევი, 02 ნოემბერი 2018

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (WWF) დედამიწის ბიოსფეროს მდგომარეობის შესახებ უახლესი მოხსენება გამოაქვეყნა, რომელიც სავალალოა. 1970-2014 წლებში ხერხემლიან ცხოველთა პოპულაცია 60%-ით პროცენტით შემცირდა, მტკნარი წყლის ცხოველების რაოდენობამ კი 83-ით დაიკლო.

მიზეზები მრავალია. მათ შორის აღსანიშნავია - პლასტიკის ნარჩენების მატება, დეფორესტაცია, უკანონო ნადირობა და ა. შ.

„დროა, მსოფლიო გაერთიანდეს გადაუდებელი, ეფექტური გლობალური შეთანხმების გარშემო ბუნების გადასარჩენად, როგორც ეს უკვე მოხდა პარიზში, 2015 წელს“, - ნათქვამია WWF-ის განცხადებაში.

ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი მიმოიხილავს პლანეტის ეკოსისტემების ზოგადი სიჯანსაღის ტენდენციებს და ამის საფუძველზე განსაზღვრავს გლობალური ეკოლოგიის მედეგობის ექვს ძირითად ინდიკატორს. ორგანიზაცია აფასებს პოპულაციის ზომის ცვლილებას, სახეობათა ჰაბიტატის მოცულობას, გადაშენების რისკებს, ბიომრავალფეროვნებას, ადამიანთა დასახლებებს პლანეტარულ საზღვრებში და გავლენას ჩვენს ეკოლოგიურ კვალში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]