weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ქუთაისში აღმოჩენილი მღვიმე შესაძლოა 50 ათასი წლის წინანდელი იყოს

10:41 შაბათი, 08 დეკემბერი 2018

ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე (ჭახათას უბანი) აღმოჩენილი მღვიმე, რომელშიც მრავლადაა სტალაქტიტები და სტალაგმიტები, შესაძლოა 30-50 ათასი წლის წინანდელი გამოდგეს. იგი ადგილობრივმა მცხოვრებმა ვახტანგ სიხარულიძემ სამი კვირის წინ აღმოაჩინა.

ქართველმა სპელეოლოგებმა, ვალერი ბარბაქაძემ და გიგო ონიანმა მღვიმე მოინახულეს და მისი შესწავლა დაიწყეს. მათი განცხადებით, მღვიმე უნიკალურია.

„80 მეტრის სიგრძის ორი დარბაზია. სამწუხაროდ აფეთქებების შედეგად დაზიანებულია ნაღვენთი ფორმები, თუმცა ვნახეთ ექსცენტრიული ფორმები, რაც საქართველოში მანამდე არ გვინახავს“, - აღნიშნა პირველადი დათვალიერების შემდეგ ვალერი ბარბაქაძემ.

აღსანიშნავია, რომ წლების წინ ამ ადგილას ქვის კარიერი იყო. აფეთქებების შედეგად მღვიმის დარბაზები დაზიანებულია და რესტავრაცია სჭირდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]