weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის საქართველო ახალ გრანტს მიიღებს

11:55 პარასკევი, 14 დეკემბერი 2018

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტის „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე მუნხტუია ალტანგერელმა მოაწერეს.

დაცული ტერიტორიების გაძლიერებისთვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 9 785 000 აშშ დოლარს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც დაცული ტერიტორიების სააგენტო გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისგან (GEF) 1 826 484 დოლარის ოდენობის გრანტს მიიღებს.

პროექტი „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ ითვალისწინებს 12 სამიზნე დაცულ ტერიტორიაზე ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფას. კერძოდ, პროგრამის სამიზნე ტერიტორიებია: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორია, ვაშლოვანის დაცული ტერიტორია, თუშეთის დაცული ტერიტორია, თუშეთის დაცული ლანდშაფტი, მტირალას ეროვნული პარკი, ჯავახეთის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი, კინტრიშის დაცული ტერიტორია, მაჭახელას ეროვნული პარკი, ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გრანტი ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის და შესაძლებლობების გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში, განხორციელდება საკონსულტაციო მომსახურება, სტრატეგიული დოკუმენტების შექმნა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ინვენტარის შეძენა და სხვა. პროექტი ხელს შეუწყობს დაცულ ტერიტორიებზე ეკო-ტურიზმის განვითარებას, რაც გააუმჯობესებს დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

პროექტი 5-წლიანია და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), კავკასიის ბუნების ფონდი (СNF) და საქართველოს ბანკი აფინანსებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]