weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ნაძვის უკანონო მოჭრისთვის 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმაა

10:52 ორშაბათი, 24 დეკემბერი 2018

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის აღკვეთის მიზნით, პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ.

დეპარტამენტის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გაჩერებულ ავტომანქანების ძარაზე ღიად და ზოგ შემთხვევაში – ფარულად, ნაძვისა და სოჭის სახეობის ხე-მცენარეები იყო განთავსებული. მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეახსენებს მოსახლეობას, რომ სამართალდამრღვევებს, გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც დაეკისრებათ. ხოლო, თუ ზიანის თანხა შეადგენს ან აღემატება 1000 ლარს, პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების, ტყის სანერგეებსა და პლანტაციებში ნათესების ან ნერგების მოსპობა ან დაზიანება, რამაც შესაძლებელია მათი ზრდის შეწყვეტა გამოიწვიოს, – 500 ლარით დაჯარიმდება.

დაცული ტერიტორიების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა და დაზიანება 1 500 ლარის ოდენობით ჯარიმას გამოიწვევს, ხოლო იგივე ქმედების ჩადენა სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, ანდა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მიმართ, – 2 000 ლარით დაჯარიმდება.

ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, მოხდება სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული ხე-ტყის კონფისკაციაც.

 

ამ თემაზე:

ხე-ტყის უკანონო ჭრაზე ჯარიმების ოდენობა გაიზარდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]