weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

არქტიკაში ასობით ტბა უკვალოდ ქრება

11:41 ხუთშაბათი, 27 დეკემბერი 2018

სწრაფი დათბობის პროცესში მყოფი არქტიკა სწრაფად იცვლება. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ არქტიკის ტუნდრაში გამუდმებით უჩინარდება პატარა ტბები და ტბორები. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ლანდშაფტიდან უკვე გაქრა ასობით ასეთი წყალსატევი.

მეცნიერები ერთ დროს იმასაც ვარაუდობდნენ, რომ სინამდვილეში კლიმატის ცვლილება ტუნდრაში ტბების რაოდენობის გაზრდას გამოიწვევდა, რადგან მრავალწლოვანი მზრალობა - არქტიკისთვის დამახასიათებელი გაყინული ნიადაგის ფენა დნება, რაც ხმელეთზე წყლის დაგუბებას იწვევს.

როგორც ახალი კვლევის ფარგლებში გაირკვა, დასავლეთ გრენლანდიის მხოლოდ ერთ პატარა ნაწილში, ბოლო 50 წლის განმავლობაში გაქრა ასობით ტუნდრის ტბორი. გარკვეული ნაწილი გადარჩა, მაგრამ მნიშვნელოვნად შემცირდა ზომაში.

როდესაც ნიადაგი თბება და რბილდება, ზოგიერთი პატარა ტბა შეიძლება უბრალოდ მიწაში ჩაიჟონოს. გარდა ამისა, გაყინული ნიადაგის დნობის შედეგად გამოიყოფა მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებები, რაც ხელს უწყობს მცენარეულობის ზრდას. ასე აფეთქებულ ვეგეტაციას შეუძლია პატარა ტბორებში შეჭრა და მათი მთლიანად დაფარვა.

მკვლევართა თქმით, თუნდაც პატარა ტბების გაქრობას მნიშვნელოვანი პრობლემების გამოწვევა შეუძლია, რადგან ეს წყალსატევები უმნიშვნელოვანესია არქტიკის ეკოსისტემისთვის. ტბების გაუჩინარება შეიძლება, ნიშანი იყოს კლიმატის ცვლილების პარალელურად მოსალოდნელი სხვა ცვლილებებისა. გაყინული ნიადაგის დნობისას გამოიყოფა დიდი ოდენობით მეთანი და ნახშირორჟანგი, რაც მეცნიერთა აზრით, კიდევ უფრო დიდ წვლილს შეიტანს კლიმატის ცვლილებაში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]