weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

2018 წლის სუფთა რეგიონის წოდება კახეთმა მოიპოვა

11:06 შაბათი, 19 იანვარი 2019

პროექტ „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის – „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. 2018 წელის „სუფთა რეგიონის“ წოდება კახეთმა მოიპოვა. ჯილდო კახეთის გუბერნატორს ირაკლი ქადაგიშვილს შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ულრიკ ტიდესტრომმა 18 იანვარს გადასცა.

კონკურსი „სუფთა რეგიონი“ უკვე მესამედ, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები -საქართველოს“, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

2018 წლის კონკურსის დანარჩენი ნომინაციების გამარჯვებულები არიან:

ნომინაცია „სუფთა ქალაქი“ – ზუგდიდი;

ნომინაცია „სუფთა მუნიციპალიტეტი“ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტი;

ნომინაცია „სუფთა სოფელი“ – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭორვილა;

ნომინაცია „ლამაზი აივანი“ – ფატმან გრიგოლავას სახლის აივანი (ქუთაისი);

ნომინაცია „ლამაზი ეზო“ – 3 პირველი ადგილი: ნომინაცია „კერძო სახლის ლამაზი ეზო“ – აკაკი გედენიძე (ხონის მუნიციპალიტეტი); ნომინაცია „კორპუსის ეზო“ – ზუგდიდი, ქუჯის ქუჩა; ნომინაცია „იურიდიული პირის ეზო“ – ღვინის კომპანია GWS (თელავი).

კომისიის გადაწყვეტილებით წამახალისებელი სიგელები გადაეცათ: ნომინაციაში „სუფთა მუნიციპალიტეტი“ – ხარაგაულისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებს; ნომინაციაში „სუფთა სოფელი“ – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპანს და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩბას; ნომინაციაში „ლამაზი ეზო“ – რამაზ კიკვაძეს (წყალტუბო) და ნონა ომარაშვილს (მცხეთა).

კონკურსის ფარგლებში სიგელები გადაეცათ: ქობულეთის მერიას პლაჟის საუკეთესო დასუფთავებისთვის; ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსს, კახა ბუხრაძეს და გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეაგირების განყოფილების უფროსს დავით ასლამაზიშვილს.

ორგანიზატორების განცხადებით, კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულები, ფოტო/ვიდეო მასალების საფუძველზე, სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა, რომელშიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები შედიოდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]