weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აიკრძალა

15:57 ორშაბათი, 11 თებერვალი 2019
ვაჟიკო ყოჩიაშვილის ფოტო ვაჟიკო ყოჩიაშვილის ფოტო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, 13 თებერვლიდან, დედოფლისწყაროს რაიონში, სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დროებით აკრძალა. სამინისტროს ინფორმაციით, მონიტორინგმა გამოავლინა, რომ სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქურციკის აღდგენის პროექტის განხორციელებას.

„სროლის ხმა აფრთხობს ქურციკებს, რაც მათი ქცევის შეცვლას იწვევს – გაშლილი ტერიტორიებიდან ინაცვლებენ ტყე-ბუჩქნარიან ადგილებზე თავშესაფრის მოძიების და დამალვის მიზნით, სადაც ადვილი მოსანადირებელი ხდება მგლებისთვის“, – განმარტეს სამინისტროში.

2013 წლიდან, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჩართულობით, ასევე, აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით, ქურციკის აღდგენის პროექტი მიმდინარეობს.

დღეისათვის, ქურციკის 70-ზე მეტი ინდივიდი შემოყვანილია აზერბაიჯანიდან და გაშვებულია საქართველოში, ამ ცხოველის ისტორიული გავრცელების არეალში, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მიმდებარე სამუხის ველზე. აღსანიშნავია, რომ შემოყვანილმა ჯეირნებმა საბინადრო გარემოდ სწორედ სამუხის ველი და არა მოსაზღვრედ მდებარე ვაშლოვანის დაცული ტერიტორია აირჩიეს, რითაც დასტურდება სამუხის ველის განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ სახეობის აღდგენისთვის. 2018 წელს, საქართველოში ქურციკების უკვე მესამე თაობა დაიბადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]