weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჩრდილოეთ რუსეთში თეთრი დათვების შემოსევის გამო საგანგებო მდგომარეობაა

13:15 სამშაბათი, 12 თებერვალი 2019

ჩრდილოეთ რუსეში, არხანგელსკის ოლქის ხელისუფლებამ არქიპელაგ ახალ მიწაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის მიზეზი დასახლებულ პუნქტებში თეთრი დათვების მასობრივი შეჭრა გახდა.

ასეთი რამ ახალ მიწაზე 1983 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა. ერთ-ერთ დასახლებასთან 52 თეთრი დათვია შემჩნეული. დათვები სახლებსა და სხვადასხვა დაწესებებულებებში შედიან, მათი ნაწილი კი აგრესიულადაც იქცევა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ადგილობრივები ამბობენ, რომ დათვები საჭმელს ეძებენ, რის გამოც ნაგავსაყრელებზე მიდიან.

მოქალაქეებზე დათვების თავდასხმების აღსაკვეთად არქიპელაგზე სპეციალური ჯგუფია მივლენილი. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება არ დასჭირდებათ.

თეთრი დათვი ხმელეთის ყველაზე დიდ მტაცებლად მიიჩნევა. კლიმატის ცვლილებისა და უკანონო ნადირობის გამო, პოპულაციას გადაშენების საფრთხე ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]