weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

დადგმული კადრის გამო აქტივისტს გარემოს დანაგვიანებას ედავებიან და აჯარიმებენ

17:07 ორშაბათი, 11 მარტი 2019
ფოტოზე: კადრი სიუჟეტიდან ფოტოზე: კადრი სიუჟეტიდან

სიღანაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში მცხოვრებ სამოქალაქო აქტივისტს, ნინო გოგოლაშვილს სიუჟეტისთვის დადგმული კადრის გამო, სადაც ჩანს, რომ სტიქიურ ნაგავსაყრელზე ნარჩენებს ყრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს.

ნინო გოგოლაშვილის თქმით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი მასთან მას შემდეგ მივიდა, რაც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ანაგაში უკონტროლო ნაგავსაყრელის შესახებ სიუჟეტი გავიდა. გოგოლაშვილის თქმით, ნაგავი, ჟურნალისტის თხოვნით, სოფლის ხევში არსებულ ნაგავსაყრელზე მხოლოდ პრობლემის წარმოჩენისა და კადრის გადაღების მიზნით გადაყარა, შემდეგ კი ნარჩენები აიღო.

ნინო გოგოლაშვილის აცხადებს, რომ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველი არ არსებობდა. მისივე თქმით, კრიტიკული დამოკიდებულების გამო, ადგილობრივი ხელისუფლება მის გაჩუმებას ცდილობს. სტიქიური ნაგავსაყრელი და ნაგვის ურნების არარსებობა ანაგაში ერთადერთი პრობლემა არ არის, რაზეც ნინო გოგოლაშვილმა ბოლო პერიოდში ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში აღნიშნულია, რომ ნინო გოგოლაშვილმა ხევში 2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენი გადაყარა. ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, 2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება 80 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ოქმი სიღნაღის რაიონულ სასამართლოშია გადაგზავნილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]