weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

გადაშენების პირას მყოფი ბექობის არწივი სიღნაღში ბრაკონიერმა მოკლა

21:30 სამშაბათი, 12 მარტი 2019

გადაშენების პირას მყოფი ბექობის არწივის მართვე სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ბოდბესთან ბრაკონიერმა მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას ბუნების კონსერვაციის საზოგადოება „საბუკო“ ავრცელებს.

მოკლულ მართვეს 2017 წელს დამაგრებული GPS გადამცემის საშუალებით მიაკვლიეს.  

„უკანასკნელ სამ წელში, 13 დანიშნული არწივიდან 11 სხვადასხვა მიზეზების გამო დაიღუპა. სტატისტიკა მეტად დრამატულია და ჩვენი მხრიდან დაუყოვნებელ ქმედებებს მოითხოვს“, – ნათქვამია „საბუკოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში

„საბუკომ“ ორი წლის წინ GPS გადამცემი ბექობის არწივის სამ მართვეს დაუმაგრა. ეს მოწყობილობა სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, უწყვეტ რეჟიმში თვალი ადევნონ ბექობის არწივების გადაადგილებას და დააკვირდნენ მათ ჩვევებს.

ბექობის არწივი ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ფრინველია მსოფლიოში. სახეობების შემცირების მიზეზეთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მათი საბინადრო არეალის ცვლილება და შემცირებაა, რაც სასოფლო მეურნეობის ქიმიიზაციით, ტყეების ჭრით და ურბანიზაციით არის გამოწვეული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]