weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

დაცული ტერიტორიების სააგენტოდან ყველაზე სტაჟიანი რეინჯერი გააცილეს

11:07 კვირა, 31 მარტი 2019

დაცული ტერიტორიების სააგენტოდან ყველაზე სტაჟიანი რეინჯერი კუკურა სარალიძე გააცილეს, რომელიც ბორჯომის ნაკრძალში 1983 წლიდან მუშაობდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, კუკურა სარალიძე 35 წლის განმავლობაში უწყვეტად იცავდა საქართველოს ბუნებას, მათ შორის ისეთ პერიოდებში, როდესაც შესაბამისი აღჭურვილობაც კი არ ჰქონდა.

„მის მოვალეობაში კანონდარღვევების აღკვეთა, ცხოველების კვალის აღრიცხვა და გარემოს კონტროლი შედიოდა. ყოველი მორიგეობის დროს, რთული რელიეფიდან გამომდინარე 20 კილომეტრს ფეხით ან ცხენით გადიოდა. კუკურა სარალიძის ბრაკონიერობის არაერთი ფაქტი აქვს გამოვლენილი და დაჯილდოვებული იყო დაცული ტერიტორიების დაცვასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“, – ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგანეტოს განცხადებაში.

კუკურა სარალიძის პატივსაცემად, მის სამორიგეო ტერიტორიაზე - ქვაბისხევში მდებარე ტურისტულ თავშესაფარს „კუკურას ქოხი“ ეწოდა. ყოფილ რეინჯერს ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე 35-წლიანი დაუღალავი შრომისა და მის განვითარებასა და დაცვაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]