weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

3 დაცული ტერიტორიის განვითარებისთვის 870 000 ევრო გამოიყოფა – სამინისტრო

13:18 ოთხშაბათი, 03 აპრილი 2019

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2019-2021 წლებში ბორჯომ-ხარაგაულის, მტირალასა და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკების განვითარებისთვის კავკასიის ბუნების ფონდი 870 000 ევროს გამოყოფს.

აღნიშნული თანხა დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებისთვის საოპერაციო ხარჯების დაფარვას და მცირე ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. გრანტის ფარგლებში პარკების რეინჯერების ხელფასის და საკვების დანამატის უზრუნველყოფაც მოხდება.

საგრანტო ხელშეკრულებას ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჯიაკომინმა მოაწერეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]