weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ნადირობა მამაკაცის არსში დევს – ზაზა ხუციშვილი

14:55 სამშაბათი, 23 აპრილი 2019

„მინდა გითხრათ, რომ ადამიანმა თავისთვის მტრულ გარემოში სწორედ ნადირობითა და შეგროვებით გადაირჩინა თავი. ეს არის მისი პირველი პროფესია, რომელიც გენეტიკაში, მამაკაცის არსში დევს“, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ხუციშვილმა განაცხადა.

ხუციშვილმა გადაცემაში „საქმიანი დილა“ სამონადირეო ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ნადირობის თემა ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის მიუღებელია. როდესაც გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ამირჩიეს, ძალიან დიდი აგრესია გამოიწვია - შეიძლება თუ არა, მონადირე იყოს გარემოს დამცველი. მინდა გითხრათ, რომ ადამიანმა თავისთვის მტრულ გარემოში სწორედ ნადირობითა და შეგროვებით გადაირჩინა თავი. ეს არის მისი პირველი პროფესია, რომელიც გენეტიკაში, მამაკაცის არსში დევს“, – განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ნადირობა ნებადართულია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და ამას არც წამყვანი რელიგიები კრძალავენ.

„არც ერთი ჩვენი წამყვანი რელიგია, რომელიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მოიცავს, არც ქრისტიანობა, არც ისლამი, ნადირობას, მით უმეტეს, ხორცის ჭამას არ კრძალავს. ამიტომ ნადირობასთან ბრძოლა არ მიმაჩნია სწორად.

პირიქით, ეს ყველაფერი კანონმდებლობით და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ისე უნდა იყოს დარეგულირებული და მუშაობდეს ისე, როგორც მუშაობს ამერიკაში და ევროპის წამყვან ქვეყნებში. მონადირეები იყვნენ ფოლკნერი, ჰემინგუეი, რევაზ ლაღიძე... კიდევ ერთხელ ვიმეორებ დარგთან ბრძოლა არ არის სწორი, სწორია მისი მოწესრიგება“, – აღნიშნა ზაზა ხუციშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, დღეს რამდენად აუცილებელია ნადირობა, ხუციშვილმა თქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ გართობა, ჰობი და უნდა ვიფიქროთ შედეგზე.

„მოდის აღდგომა, ქართულ სუფრებზე მომზადდება უამრავი ბატკანი. საახალწლოდ უამრავი გოჭი იკვლება... ამიხსნას ვინმემ, თუკი პოპულაციას არ ემუქრება საფრთხე, რა მნიშვნელობა აქვს? შედეგი არის იგივე, რომ ჩვენ ამას მოვიხმართ... მას შემდეგ, რაც პოპულაცია იქნება დათვლილი, ბუნებიდან გადაბერებული ჯიხვის ამოღება პრობლემას არ წარმოადგენს, თუკი ეს იქნება კანონის დაცვით. ეს შეიძლება იყოს სამონადირეო ტურიზმის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება და არა ირემი“, – განაცხადა ხუციშვილმა.

მისი თქმით, სამონადირეო ტურიზმი ქვეყნისთვის შემოსავლის დამატებითი წყარო იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]