weather cur horoscope tv
ოქტომბერი 08, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის ასაშენებლად წითელ ნუსხაში შეტანილ 109 ხეს მოჭრიან

15:11 ოთხშაბათი, 22 მაისი 2019

მთავრობამ, ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით, წითელ ნუსხაში შეტანილი 109 ხის მოჭრის ნებართვა გასცა. პრემიერ-მინიტრის განკარგულების შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული ააიპ „ასოციაცია ატუ“ 60 ძირ იმერულ მუხასა და 49 ძირ ძელქვას მოჭრის.

განკარგულებაში ნათქვამია, რომ მოჭრილი მერქნული რესურსი ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ მისამართზე უნდა დასაწყობდეს. ხეების მოჭრაზე კონტროლის განხორციელება კი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უნდა განახორციელოს.

ამჟამად საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის აშენებას აპირებდა. მშენებლობას საფუძველი 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე ჩაეყარა. მთავრობის მაშინდელი ადმინისტრაციის განცხადებით, 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი, რომლის გაშენებაც 140 ჰექტარზე იგეგმება, უზრუნველყოფს ქვეყანას ყველა იმ დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რაც ესაჭიროება საქართველოს ეკონომიკას სწრაფი განვითარებისთვის.

 საუნივერსიტეტო კომპლექსის პროექტის პრეზენტაცია, 2016 წელი. ფოტო © მთავრობის ადმინისტრაცია

„იქმნება რეგიონალური საგანმანათლებლო-სამეცნიერო მნიშვნელობის ჰაბი, რომელიც კავკასიის რეგიონისა და ახლო აღმოსავლეთისათვის ამერიკული უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს“, – ნათქვამი იყო მთავრობის მაშინდელ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს 1 000 000 კვ/მ ფართობის კომპლექსის აშენებას.

„ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი და თბილისის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი იქნება სახელმწიფო დაწესებულებები. ორივე პროექტს ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის, თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 1 მილიარდ ევროს. ფონდი „ქართუ“, ასევე, დააფინანსებს აკადემიურ პროექტებს“, – აღნიშნული იყო მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

საუნივერსიტეტო ქალაქში სტუდენტთა პირველი ნაკადის მიღება 2019 წლისთვის იყო დაგეგმილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]