weather cur horoscope tv
ოქტომბერი 08, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

საგარეჯოში, გურჯაანსა და დედოფლისწყაროში 18 ჰექტარზე ქარსაფარი ზოლები გაშენდება

16:17 ხუთშაბათი, 23 მაისი 2019

საგარეჯოს, გურჯაანის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 25 კილომეტრზე (18 ჰა ფართობი) ქარსაფარი ზოლების აღდგენა და გაშენება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებით, პროექტი „ქარსაფარი ზოლების აღდგენა და გაშენება კახეთის მხარეში“ მულტისექტორულია, რაც ნიადაგის და ბიომრავალფეროვნების დაცვასთან ერთად, კლიმატთან ადაპტაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

„ნიადაგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია ქარსაფარი ზოლების აღდგენისა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განხორციელება. მინდორდაცვითი ზოლების აღდგენის საკითხზე სამინისტრო აქტიურად მუშაობს. მადლობა მინდა გადავუხადო დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის, რასაც მათგან ვიღებთ ზოგადად დარგის განვითარებისთვის და ახალი პროექტის განხორციელებისთვის“, - განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

პროექტს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (RECC) სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობა (AMMAR) პროექტის ფარგლებში ახორციელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]