weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ფესტივალი „Art-გენი“ 16 ივნისს ახმეტიდან დაიწყება

11:19 სამშაბათი, 11 ივნისი 2019

ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიური ფესტივალი „Art-გენი“ წელს ახმეტის მუნიციპალიტეტში გაიხსნება. ორგანიზატორების ინფორმაციით, 16 ივნისს, ე.წ. წყაროებში მისულ სტუმრებს სხვადასხვა ტიპის გამოფენები და საინტერესო სივრცეები დახვდებათ. მოეწყობა რეგიონული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, დასკვნით კონცერტს კი ჯგუფი „ჩვენებურები“ და ლელა ნაყეური გამართავენ.

22 ივნისს, ახმეტიდან „Art-გენი“ აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლებს. სოფელ მახუნცეთში, ტრადიციული პროგრამის შემდეგ, დასკვნით კონცერტებს ჯგუფები – Asea Sool და Reggaeon გამართავენ. ფესტივალი 28 ივნისს, იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში გაგრძელდება. რეგიონულ ტურნეს ჯგუფი „ფრანი“ დაასრულებს.

თბილისის ტური თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, 7-დან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. მას დათო ევგენიძე გახსნის, მანამდე კი მაყურებელს შესაძლებლობა ექნება „აკუსტიკის“ კონცერტს დაესწროს. 8 ივლისს ფესტივალის პროგრამას Asea Sool და ბაკურ ბურდული გააგრძელებენ, 9 ივლისს – REGGAEON, 10 ივლისს – „ჩვენებურები“ და ლელა ნაყეური, 11 ივლისს – „ფრანი“. 12 ივლისს ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართება, 13 ივლისს კი მსმენელის წინაშე ნიაზ დიასამიძე წარდგება. „Art-გენი“ 14 ივლისს „სუხიშვილების“ კონცერტით დაიხურება.

ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. ამ დროის განმავლობაში ფესტივალმა მთელი საქართველოს მასშტაბით უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დაარქივა. ეს ერთ-ერთი პირველი ფესტივალია, რომელმაც რეგიონულ ანსამბლებს თავისი შემოქმედების მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]