weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

სამუხის ველზე ქურციკების მეხუთე თაობა დაიბადა

16:18 ოთხშაბათი, 19 ივნისი 2019

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) ინფორმაციით, ორიოდე კვირის წინ, სამუხის ველზე ლიკლიკები დაიბადნენ. ეს უკვე საქართველოში დაბადებული ქურციკების, ანუ ჯეირნების მეხუთე თაობაა.

„ჯეირნები თავს კარგად გრძნობენ სამუხის ველზე. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მონიტორინგის სპეციალისტმა - ვაჟა ყოჩიაშვილმა ერთ ჯგუფში 7 ლილკიკაც კი დააფიქსირა. ყოველი დაბადებული თაობა, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოში ამ სახეობის სრულფასოვანი პოპულაციის აღდგენისათვის.

იმისთვის რომ მიზანს მივაღწიოთ, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო. საჭიროა გაგრძელდეს აზერბაიჯანიდაან ქურციკების ტრანსლოკაცია და მინიმუმამდე იქნას დაყვანილი გარე ხელშემშლელი ფაქტორები. ამისათვის კი აუცილებელია ტრასსასაზღვრო თანამშრომლობის გაგრძელება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება“, – აცხადებს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი.

ქურციკების აღდგენის პროექტი 2014 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ამ დრომდე 40 ქურციკი იქნა გადმოყვანილი საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ტერიტორიებზე

„National Geographic საქართველოს“ ინფორმაციით, მე-19 საუკუნის საქართველოში ათასობით ქურციკი იყო და მათი არეალი რუსთავამდე აღწევდა. თუმცა, გასული საუკუნის 50-იან წლებში ეს ცხოველი თითქმის სრულად გაუჩინარდა. საბჭოთა ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ გარეული წყვილჩლიქოსანი ცხვარს უწევდა კონკურენციას და თვალს ხუჭავდა მათ ულმობლად ხოცვაზე. 1990-იან წლებში ეს სახეობა მთლიანად განადგურდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]