weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

10 დღეში გადამფრენ ფრინველებზე უკანონო ნადირობის 132 ფაქტი გამოავლინეს

11:42 სამშაბათი, 03 სექტემბერი 2019
ფოტო © გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ფოტო © გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნის დღიდან დღემდე, ათ დღეში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 132 ფაქტი გამოავლინეს. როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, აკრძალული საშუალებებით 88 ადამიანმა ინადირა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 96 ფაქტი დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დააფიქსირეს. კახეთში უკანონო ნადირობის 5, ქვემო ქართლში – 1, სამცხე-ჯავახეთში – 15, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 6, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე კი 9 ფაქტი გამოავლინეს.

„30 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე ნადირობდნენ, 14 მონადირეს დაურეგისტრირებელი იარაღი აღმოაჩნდა, აკრძალული საშუალებებით 88 სამართალდამრღვევმა ინადირა. ჯამში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა 85 ხელნაკეთი მოწყობილობა ე.წ. „მანოკი“ ამოიღეს“, – განაცხადეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით, საქართველოს მასშტაბით 24-საათიანი გაძლიერებული კონტროლი ხორციელდება. დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, რეაგირებისთვის მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს ნომერზე –153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]