weather cur horoscope tv
ოქტომბერი 24, 2019

შატილში ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა იწყება

18:22 პარასკევი, 13 სექტემბერი 2019 hits 179

ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრისა და ადმინისტრაციის შენობის მშენებლობა იწყება. როგორც სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო აცხადებს, ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა შატილში აშენდება.

პროექტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით არის დაფინანსებული. სამუშაოები GFA Consulting Group-ის მხარდაჭერით წარიმართება.

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი 2014 წელს შეიქმნა და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაშია.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]