weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

მარტვილის კანიონი ევროპის საბჭოს კონკურსის გამარჯვებული გახდა

18:15 ხუთშაბათი, 17 ოქტომბერი 2019

მარტვილის კანიონის განვითარების პროექტი ევროპის საბჭოს ევროპის ლანდშაფტების კონვენციის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული გახდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონია 2020 წელს, „ევროპის საბჭოს ლანდშაფტების ფორუმის“ ფარგლებში გაიმართება.

სამინისტროს განმარტებით, მარტვილის კანიონისათვის ჯილდოს მინიჭება მისმა განსაკუთრებულმა მნიშვნელობამ და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების გაზრდაში შეტანილმა წვლილმა განაპირობა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კი, პროექტი აღიარა როგორც ერთიანი ქსელის წევრი.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, ხორციელდება დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული განვითარება. ჩვენი კონცეფცია ვრცელდება ყველა დაცულ ტერიტორიაზე და მათი განვითარების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ სამ ძირითად ფაქტორს: პირველ რიგში, ინფრასტრუქტურული პროექტები საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს და უნდა იცავდეს უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას. მეორე - მას უნდა ჰქონდეს საგანმანათლებლო ფუნქცია; ვიზიტორთა ცენტრები სწორედ ამ მიზნით ეწყობა და მესამე, უმნიშვნელოვანესია რეგიონებში დაცული ტერიტორიების განვითარებით ხელი შევუწყოთ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური დონის გაუმჯობესებას, ადგილობრივი ეკოტურისტული ბიზნესის განვითარებასა და სოფლის მეურნეობის გაძლიერებას“, – განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ჯილდოს მოსაპოვებლად წარდგენილი იყო ევროსაბჭოს 47 წევრი ქვეყნის არაერთი პროექტი, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ლანდშაფტების აღდგენაში და შექმნეს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს მსოფლიოში ლანდშაფტების აღდგენა, მართვა და მართვის პროცესში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა.

აღნიშნული კონკურსი 2008 წლიდან ტარდება.

ოფიციალური მონაცმებებით, მიმდინარე წლის რვა თვეში მარტვილის კანიონს 150 000 ვიზიტორი ესტუმრა, რითიც ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორია გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]