weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

წაღვერის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

11:20 ხუთშაბათი, 27 ივლისი 2017

ბორჯომის რაიონის დაბა წაღვერის ტყეში გუშინ გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება დღეს დილით მოხერხდა. პირველადი მონაცემებით, დამწვარია 5 ჰექტარი ტერიტორია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლს სრულად უახლოეს საათებში ჩააქრობენ.

არჯევანის ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ასზე მეტი მეხანძრე–მაშველი ცდილობდა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა და მაშველებმა მუშაობა გამთენიისას განაახლეს.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დანაყოფები მთელი ღამე მეთვალყურეობდნენ, რომ ხანძრის ახალი კერები არ გაჩენილიყო. ლოკალიზება დღეს დილით გამოცხადდა. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები ხანძრის სრული ლიკვიდაციისთვის” – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

ტყეში ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია. ადგილობრივების თქმით, ხანძარი გუშინ, შუადღისით გაჩნდა. დღის განმავლობაში მის ლოკალიზებას ხელს უშლიდა ქარი, სიცხე და მიუდგომელი ადგილები, სადაც სახანძრო მანქანების მისვლა ვერ ხერხდებოდა. ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე საათში სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]