weather cur horoscope tv
დეკემბერი 07, 2019

სახალხო დამცველმა ჰესების მშენებლობის ზეგავლენის შესაფასებლად გაეროს მომხსენებელი მოიწვია

15:43 შაბათი, 16 ნოემბერი 2019 hits 347

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გარემოსა და ადამიანის უფლებების საკითხზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი დევიდ ბოიდი საქართველოში მოიწვია. მოწვევაში სახალხო დამცველი სპეციალურ მომხსენებელს სთხოვს, გაეცნოს და შეაფასოს ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ზეგავლენა გარემოსდაცვით, ეკოლოგიურ და სოციალურ-ეკონომიკურ ინტერესებსა და ადამიანის უფლებებზე.

წერილში აღნიშნულია ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისა და რეგულაციების ხარვეზები, რაც პრაქტიკაში საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა უფლებას, იცხოვრონ ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში.

„ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის თანმდევი უარყოფითი შედეგია ეკოსისტემაში უხეში ჩარევა და გარემოზე უარყოფითი გავლენა. სახალხო დამცველის აპარატი ბოლო წლებში აქტიურ ზედამხედველობას უწევს ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობებს, როგორც ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაციასთან მჭიდროდ დაკავშირებულ სფეროს.

სპეციალური მომხსენებლის ვიზიტები მნიშვნელოვანი საერთაშორისო მექანიზმია, რომლის ფარგლებში მომხსენებელი სწავლობს ქვეყანაში მოქმედ ინსტიტუციურ, სამართლებრივ, სასამართლო თუ ადმინისტრაციულ რეგულაციებს და აფასებს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას; ვიზიტის საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლებიც საჯარო ანგარიშების სახით ქვეყნდება“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ გაეროს სპეციალური მომხსენებლის ვიზიტი და მის მიერ მომზადებული რეკომენდაციები მნიშვნელოვანი იქნება ქვეყანში ბოლო 10 წლის განმავლობაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე ცხარე დისკუსიების გადაწყვეტისთვის და დაეხმარება სახელმწიფოს უზრუნველყოს ენერგორესურსებით რაციონალური სარგებლობის, გარემოს დაცვის ლეგიტიმური საჯარო ინტერესების, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებებისა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაცია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]