weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

აბასთუმნის ტყეში ხანძარი გაჩნდა

22:01 შაბათი, 13 ივნისი 2020

აბასთუმნის წიწვოვან ტყეში დღეს გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს და მიმდინარეობს მისი სალიკვიდაციო სამუშაოები.

სამცხე–ჯავახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, გიორგი აბრამიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხანძრის შესახებ შეტყობინება 14:00 საათზე მიიღეს. მისივე თქმით, არსებობს ეჭვი, რომ ცეცხლი ხელოვნურად გაჩნდა.

„მიწის საფარი და ხეებიც სველია, ეს საკმაოდ ეჭვს აჩენს, რომ აქ რაღაც ხელოვნურად არის მომხდარი... დანარჩენს გამოძიება დაადგენს“, – ციტირებს „სამხრეთის კარიბჭე“ გიორგი აბრამიშვილის განცხადებას.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის, ზაქარია ენდელაძის თქმით, ხანძრის გამოწვევის მიზეზებზე საუბარი ამ ეტაპზე შუეძლებელია, თუმცა დივერსია გამორიცხული არ არის. მისივე ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 300 კვ.მ ფართობი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის ჩაქრობას სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებიდან მობილიზებული 65 მეხანძრე-მაშველი ცდილობს. ხანძრის ქრობაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]