weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 19 აგვისტოს დაიწყება

12:59 პარასკევი, 11 აგვისტო 2017

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 19 აგვისტოს დაიწყება. ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2017-2018 წლების ნადირობის სეზონისთვის ნადირობისთვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით ასეთია:

საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა, 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მარტამდე, ნადირობა ნებადართულია შემდეგ წყალმცურავ ფრინველებზე: რუხი ბატი - დღიური ლიმიტი 5 ცალი; რუხი იხვი - დღიური ლიმიტი 3 ცალი; ჭიკვარა - დღიური ლიმიტი 5 ცალი; გარეული იხვი - დღიური ლიმიტი 6 ცალი; იხვინჯა - დღიური ლიმიტი 3 ცალი; ფართოცხვირა - დღიური ლიმიტი 3 ცალი; მელოტა - დღიური ლიმიტი 6 ცალი; კუდსადგისა იხვი - დღიური ლიმიტი 3 ცალი; თეთრშუბლა იხვი - დღიური ლიმიტი 6 ცალი; დიდი თეთრშუბლა ბატი - დღიური ლიმიტი 5 ცალი; წითელთავა ყვინთია - დღიური ლიმიტი 3 ცალი; ქოჩორა ყვინთია - დღიური ლიმიტი 5 ცალი.

მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით ნადირობა ნებადართულია შემდეგ წყალმცურავ ფრინველებზე: რუხი ბატი - დღიური ლიმიტი 3 ცალი; რუხი იხვი - დღიური ლიმიტი 2 ცალი; ჭიკვარა - დღიური ლიმიტი 3 ცალი; გარეული იხვი - დღიური ლიმიტი 5 ცალი; იხვინჯა - დღიური ლიმიტი 2 ცალი; ფართოცხვირა - დღიური ლიმიტი 2 ცალი; მელოტა - დღიური ლიმიტი 5 ცალი; კუდსადგისა იხვი - დღიური ლიმიტი 2 ცალი; თეთრშუბლა იხვი - დღიური ლიმიტი 3 ცალი; დიდი თეთრშუბლა ბატი - დღიური ლიმიტი 3 ცალი; წითელთავა ყვინთია - დღიური ლიმიტი 2 ცალი; ქოჩორა ყვინთია - დღიური ლიმიტი 3 ცალი.

2017 წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან 2018 წლის 15 თებერვლამდე კი ნადირობა ნებადართულია შემდეგ გადამფრენ ფრინველებზე: ტყის ქათამი - დღიური ლიმიტი 5 ცალი; ჩიბუხა - დღიური ლიმიტი 5 ცალი; მწყერი - დღიური ლიმიტი 20 ცალი; ქედანი - დღიური ლიმიტი 10 ცალი; გარეული მტრედი - დღიური ლიმიტი 10 ცალი; გულიო - დღიური ლიმიტი 10 ცალი; ჩვეულებრივი გვრიტი - დღიური ლიმიტი 10 ცალი; ღალდა - დღიური ლიმიტი 5 ცალი; ჩიბუხელა - დღიური ლიმიტი 5 ცალი.

ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

ნადირობის აკრძალული მეთოდებია:

  • მცენარეული საფარის დაწვა; გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა; ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება;
  • ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით, ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველებით), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
  • ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;
  • სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს.

ნადირობაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]