weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ონის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

16:16 ოთხშაბათი, 06 იანვარი 2021

ონის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ვერტმფრენი მეხანძრე-მაშველებს ონჭევი-წოლას კერის ჩაქრობაში დაეხმარება.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში აღნიშნული კერის გარდა, ხანძრის კიდევ ორი კერაა – ჩქუმში ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ხოლო ლაილაშში ხანძრის ქრობის სამუშაოები გრძელდება.

„ამ ადგილებზე ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია და მეხანძრე-მაშველები ინდივიდუალური სპეცტექნიკით აგრძელებენ სამუშაოებს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ცნობით, ხანძრებთან დაკავშირებით ქვეყანაში ასეთი ვითარებაა:

  • იმერეთში ლიკვიდირებულია ხანძრები წყალტუბოში, ხონში, სოფელ ძეძილეთსა და ზარათში;
  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ნადაბურსა და ჭიათურაში, ასევე სოფელ ნავარძეთში მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები;
  • აჭარაში, ქედაში, სოფელ ბზუბზუში უწყვეტი სამუშაოების შემდეგ მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია. დარჩენილია რამდენიმე მცირე მხრჩოლავი კერა და მიმდინარეობს მათი დამუშავება;
  • სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაღირაში ხანძარი ლიკვიდირებულია. სალოკალიზაციო სამუშაოები გრძელდება სოფელ მუჟავაში, ასევე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში;
  • აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემში ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს. ადგილზე მობილიზებულია როგორც სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, ასევე, მეხანძრე-მაშველების ქვეითი შემადგენლობა;
  • კასპის მუნიციპალიტეტში, რკონის ხეობაში შერეული ტყის ქვედა საფარი, ბუჩქები და ხეები იწვის. ხანძარი დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრის დაშორებითაა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ავტოტექნიკა, ასევე მეხანძრე-მაშველთა ქვეითი ჯგუფები.
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]