weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პირიქითა ხევსურეთში ხანძარია, ანდაქის ხეობაში სათიბ-საძოვრები იწვის

22:25 ოთხშაბათი, 23 აგვისტო 2017

პირიქითა ხევსურეთში, ანდაქის ხეობაში, სოფლების ბახაოს და ანდაქის ტერიტორიაზე, ასევე ხიდოტნის მთაზე ცეცხლი რამდენიმე ჰექტარზეა გავრცელებული. ბახაოში ტოლხა ზვიადაურის საცხოვრებელი სახლი და საქონლის სადგომი დაიწვა. ძირითადად სათიბ საძოვრები იწვის, თუმცა დღეს საღამოს ცეცხლი ბახაოს თავში ფიჭვნარსაც მოედო.

ბახაოში, რომელიც ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაა, ხანძარი გუშინ, დაახლოებით 12:00 საათზე გაჩნდა და მალევე გავრცელდა.

"წუხელ, ღამით, ხონედან ჩანდა, რომ ცეცხლი ხიდოტნის მთაზეც გავრცელდა. საკმაოდ დიდი ტერიტორია იწვოდა. ქარია და ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობს. საბედნიეროდ, მთის ძირში ცეცხლს არ ჩამოუღწევია. სოფელ ხონისჭალაში ქალები და ბავშვები არიან. ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა ფხიზლად არიან. ხანძრის გამო ძლიერი დაკვამლიანებაა ხონეშიც", - უთხრა "მთის ამბებს" ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის ხელმძღვანელმა გაგა შეთეკაურმა, რომელიც ხევსურეთში იმყოფება.

ანდაქის ხეობაში სამანქანო გზებიც არ არის. გზა სოფელ არდოტთან წყდება, იქიდან ბახაომდე კი 5 კილომეტრია, ანდაქამდე დაახლოებით 10 კილომეტრი. ბახაო ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრზეა და იქ ერთი ადამიანი იმედა მურღუევი ცხოვრობს. ამ დროისთვის სოფელ ანდაქშიც რამდენიმე ადამიანია. პირიქითა ხევსურეთში, შატილს იქით სატელეფონო კავშირიც არ არის.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანდაქის ხეობაში ცეცხლის ჩასაქრობად თბილისის, ალგეთის და ყაზბეგის ეროვნული პარკის რეინჯერებიც გაემგზავრნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]