weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ბათუმის ბულვარში ნაგვის დაყრისთვის 80 ლარით დაჯარიმდებით

11:11 შაბათი, 19 ივნისი 2021

ბათუმის ბულვარის სრულ ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის საჯარიმო სანქციები მოქმედებს. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენის დაყრის შემთხვევაში, მოქალაქეები 80 ლარით დაჯარიმდებიან.

ალიკაპის გარეშე ძაღლის ბულვარში ყოლის შემთხვევაში პატრონს გააფრთხილებენ ან 20 ლარით დააჯარიმებენ.

ველობილიკზე ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია, ხოლო მოტოციკლით, კვადროციკლით, ველოსიპედით ან სხვა მსგავსი მოძრავი საშუალებებით ველობილიკის მიღმა გადაადგილება გამოიწვევს პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარით, განმეორებით შემთხვევაში ჯარიმა 50 ლარია.

ბულვარში ელექტრომობილით, მოტოციკლითა და კვადროციკლით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილება აკრძალულია. ელექტროტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიიდან ახალი ბულვარის მიმართულებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]