weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ვაშლოვანის ნაკრძალში მეხის ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა

16:19 ოთხშაბათი, 30 ივნისი 2021

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე მეხის ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა. როგორც რეგინფოს რეინჯერმა, ვაჟა ჩერქეზიშვილმა უთხრა, რთული რელიეფის გამო ხანძრის კერებამდე სახანძრო ავტოტექნიკა ვერ მიდის.

ვაჟა ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, ცეცხლი ძირითადად ბუჩქებსა და კუნძებს უკიდია.

„ხანძრის პატარ-პატარა კერებია, მაგრამ არ მგონია, რომ ჩვენი ძალით ჩაქრობა შევძლოთ. 20-20 ლიტრი წყალი წამოვიღეთ, რომელიც უკვე დავხარჯეთ. დაახლოებით 25 ადამიანი ვმუშაობთ“, – ამბობს რეინჯერი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „რეგინფოს“ უთხრეს, ვაშლოვანის ნაკრძალში სახანძრო-სამაშველო ძალებია მობილიზებული და რეაგირებას ახდენენ. უწყებაში დამატებით კომენტარს არ აკეთებებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]