weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან ტყე იწვის, ხანძარია ჯუთაშიც

14:31 შაბათი, 02 სექტემბერი 2017

თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან ტყე იწვის. სოფლიდან დაახლოებით 3 კილომეტრში, მთის წვერზე, ცეცხლი ფიჭვებს უკიდია. როგორც გამგებლის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ „რეგინფოს“ უთხრა, ხანძრის ადგილზე ომალოს სამაშველო ჯგუფია გასული.

„სადაც ცეცხლია, იქამდე სამანქანო გზა არ არის. მაშველები ხელით რასაც შეძლებენ, შეეცდებიან ჩააქრონ. ალბათ ვერტმფრენის დახმარება დაგვჭირდება, რადგან ქარია და ცეცხლი აღმოსავლეთის მხარეს ვრცელდება, სოფელ ომალოსკენ, თუმცა შუაში მდინარე ალაზანი ჩამოდის და სოფლამდე გავრცელების საშიშროება არ არსებობს“, – აღნიშნა კახოიძემ.

მისივე თქმით, გუშინ, გვიან საღამოს თუშეთში ძლიერი ჭექა–ქუხილი იყო. სავარაუდოდ, ცეცხლი მეხის ჩამოვარდის შედეგად გაჩნდა.

ხანძარია ყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთაშიც. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის გივი ქირიკაშვილის თქმით, ცეცხლი სოფელ ჯუთადან ჭაუხების მიმართულებით, მთის ფერდობზე ხმელ ბალახს უკიდია. „გუშინ წვიმა იყო და ცეცხლი საიდან გაჩნდა, არვიცი. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ და ალბათ მალე ჩააქრობენ“, – განაცხადა ყაზბეგის გამგებელმა.

ხანძარია კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ართანის ტყეშიც. სოფლიდან დაახლოებით 15 კილომეტრში, ცეცხლი კოხტას მთაზე ხეებს უკიდია. სოფლის გამგებლის ბესიკ გაიპარაშვილის ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით ნახევარ ჰექტარზეა გავრცელებული და მის ჩასაქრობად ვერტმფრენის დახმარება იქნება საჭირო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, რომ ვერტმფრენი კოხტას მთაზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში ერთვება. ართანაშიც ვარაუდობენ, რომ ცეცხლი მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]