weather cur horoscope tv
მაისი 27, 2022

თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ფართობი დაახლოებით 2000 ჰექტრით შემცირდება

12:54 ხუთშაბათი, 11 ნოემბერი 2021

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მხარი დაუჭირა მთავრობის კანონპროექტს, რომელიც თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის, თუშეთის ეროვნული პარკის და თუშეთის დაცული ლანდშაფტის საზღვრების დემარკაცია/დაზუსტებას ეხება.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, თომა დეკანოიძის განცხადებით, კანონპროექტის პირველი მუხლით გასაზღვრულია თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ფართობის ცვლილება. ნაკრძალის ფართობი 12 627 ჰექტრიდან 2352 ჰექტრით მცირდება და 10 275 ჰექტარი გახდება.

„კანონპროექტის მე-7 მუხლი თუშეთის ეროვნული პარკის ფართობებს აზუსტებს - იზრდება 1826 ჰექტრით და 71 341 ჰექტარს შეადგენს. ასევე იზრდება თუშეთის დაცული ლანდშაფტის ფართობი 517 ჰექტრით და 32 035 ჰექტარს შეადგენს. აღნიშნული ზრდა გამოწვეულია სახელმწიფო ნაკრძალის ფართობიდან ამორიცხვის შედეგად.

ნაკრძალი ყველაზე მკაცრი დაცვის კატეგორიის დაცული ტერიტორიაა და იქ სხვადასხვა აქტივობები შეზღუდულია, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის რესურსებზე წვდომა. სწორედ ის ადგილები, რომლებიც ახლოს მდებარეობდა დასახლებულ პუნქტებთან, გადატანილი იქნა დაცული ლანდშაფტის კატეგორიაში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის შესაძლებელია განახლებადი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა.

ნაკრძალის ტერიტორიაზე იყო შეცდომით, მათ შორის, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები, მათ შორის, სოფლამდე მისასვლელი გზის გარკვეული ნაწილი, რაც პრობლემას ქმნიდა ამ გზის შეკეთება-მოწყობასთან დაკავშირებით. ამ პრობლების გადაჭრის მიზნით განხორციელდა დემარკაცია. სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიიდან გამოთავისუფლებული ფართობები გადანაწილდება ორ კატეგორიაში. დაახლოებით 10 ჰექტრამდე მცირდება მთლიანი ფართობი, რაც წარმოადგენდა გარე პერიმეტრს და იყო კერძო საკუთრებებში გადაცემული“, – განაცხადა თომა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, კანონპროექტის მიღება დადებითად იმოქმედებს როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე, ისე სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილზე, ვინაიდან მოხდება გარკვეულ ტერიტორიებზე, სადაც დღემდე შეზღუდვები არსებობდა, სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.

„ეს უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯოებასებას, ასევე დამატებითი შემოსავლების ზრდას ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტისთვის“, – აღნიშნა დეკანოიძემ.

კომიტეტის წევრებმა ცვლილება მოიწონეს და კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]