weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მინისტრი: წელს რაჭის და შიდა ქართლის დაცული ტერიტორიების შექმნას ვგეგმავთ

17:53 ხუთშაბათი, 14 აპრილი 2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ წელს საქართველოში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა იგეგმება.

პარლამენტში გამოსვლისას შამუგიამ თქვა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება დაცული ტერიტორიების შექმნა/დაარსება, გაფართოება და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების შესაბამისად განვითარებაა.

„საქართველო გამორჩეულია უნიკალური ბიომრავალფეროვნებით და ლანდშაფტებით. ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესია დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბება და მართვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ბოლო წლებში ჩვენ ვაჩვენეთ მნიშვნელოვანი პროგრესი ახალი დაცული ტერიტორიების შექმნისა და არსებულის გაფართოების მიმართულებით, რაც მომდევნო წლებშიც აქტიურად გაგრძელდება.

ჩვენ ვაპირებთ ახალი დაცული ტერიტორიების შექმნას, მათ შორის, წელს, ჩვენი გეგმაა, შეიქმნას რაჭის და შიდა ქართლის დაცული ტერიტორიები. ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის მიზნით, კვლევები ჩატარდება გურიაში, სვანეთში, სამეგრელოსა და აჭარაში“, – განაცხადა მინისტრმა.

ოთარ შამუგიას ინფორმაციით, 2012-2021 წლებში, დაცული ტერიტორიების ფართობი თითქმის 300 000 ჰექტრით გაიზარდა და 2021 წლის მდგომარეობით, დაახლოებით 800 000 ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 11.5%-ია. ცხრა წლის განმავლობაში შეიქმნა 31 ახალი და გაფართოვდა სამი დაცული ტერიტორია.

დღეს, საქართველოში, ხუთი სხვადასხვა კატეგორიის 94 დაცული ტერიტორიაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]