weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

თიანეთის, ახმეტის და ძამის ხეობის ტყეებში ტრაქტორები დალუქეს

13:16 პარასკევი, 03 ივნისი 2022

სახელმწიფო სატყეო ფონდში, მათ შორის, თიანეთის, ახმეტის და ძამის ხეობის ტყეებში მუხლუხიანი სატრანსპორტო საშუალებით უნებართვოდ შესვლა-გადაადგილების, ასევე ხე-ტყის გადაზიდვას ფაქტები გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დალუქულია 8 ტრაქტორი.

„სამართალდამრღვევების ძირითადი მიზანია ტყეში უკანონო გზების მიყვანა და შემდგომ, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გამოზიდვა“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ. 

სახელმწიფო ტყეში მუხლუხიანი სატრანსპორტო საშუალებით უნებართვოდ შესვლა-გადაადგილების ფაქტები გამოავლინეს თიანეთის მუნიციპალიტეტში, კინთის მთის ტერიტორიაზე, ტყის ფონდში. როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, მოქალაქეები კუთვნილებაში და დროებით სარგებლობაში მქონე მუხლუხიანი 3 ტრაქტორით გადაადგილდებოდნენ, რის გამოც სამართალდამრღვევების მიმართ ოქმები შედგა.

„დათვალიერებისას დადგინდა, რომ ტრაქტორების გადაადგილების შედეგად მოხდა მიწის ნაყოფიერი ფენის (ჰუმუსი) გაუვარგისება“, – აცხადებენ დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, ხუთი ტრაქტორი დაილუქა ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ. კერძოდ, კახეთის სატყეო სამსახურის ახმეტის სატყეო უბნის თანამშრომლებმა, ახმეტის სატყეო უბანზე მუხლუხიანი მძიმე ტექნიკის უნებართვოდ გადაადგილების ერთი ფაქტი გამოავლინეს.

„აღნიშნული ტექნიკით მოგლეჯილია რამდენიმე ძირი რცხილის სახეობის ხე-მცენარე, ასევე მოხსნილი და გადაადგილებულია მიწის ნაყოფიერი ფენა“.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ხაშურის სატყეო უბნის ძამის სატყეოში გამოვლენილია მუხლუხიანი ტრაქტორები, რომლებითაც მოქალაქეები უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გადაზიდვას ახორციელებდნენ. 

გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა კი, ზოტის სატყეო უბანზე, სახელმწიფო ტყეში მუხლუხიანი ტრაქტორის უნებართვოდ შესვლისა და გადაადგილების ორი ფაქტი გამოავლინეს. 

„დალუქულია მძიმე ტექნიკა, რომლითაც სამართალდამრღვევი 12.74 კუბური მეტრი მოცულობის ნაძვისა და სოჭის სახეობის ხე-მცენარეების გადაზიდვას ახორციელებდა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, – განაცხადეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]