weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

18:16 ორშაბათი, 13 ივნისი 2022
გარემოს დაცვის სამინისტროს ფოტო გარემოს დაცვის სამინისტროს ფოტო

ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა, რომელი გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო. ინვესტიციამ 4 000 000 ლარი შეადგინა.

გარემოს დაცვის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, შატილში მდებარე ცენტრში ვიზიტორები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ კულტურული მემკვიდრეობის, ტურისტული მარშრუტების და ფშავ-ხევსურეთისთვის დამახასიათებელი ბიომრავალფეროვნების შესახებ.

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი 2014 წელს შეიქმნა და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაშია. ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]