weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

19 აგვისტოდან დღემდე უკანონო ნადირობის 334 ფაქტი გამოვლინდა

10:21 პარასკევი, 15 სექტემბერი 2017

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის დაწყებიდან დღემდე, ნადირობის წესების დარღვევის 334 ფაქტი გამოავლინეს.

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი - 115 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 100 ფაქტი, აჭარის რეგიონული სამმართველოს შემთხვევაში - 34 ფაქტი, კახეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე - 30 ფაქტი, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე - 24 ფაქტი, თბილისის მასშტაბით - 20 ფაქტი, ხოლო ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების შემთხვევაში - 11 ფაქტი.

აქედან, 30 შემთხვევაში, სამართალდამრღვევები აკრძალული იარაღისა და მეთოდების - ხმოვანი სიგნალის გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების - ე.წ. „მანოკი“, „პროჟექტორი“, ელექტროფარი - გამოყენებით ნადირობდნენ. 4 შემთხვევაში ნადირობის ფაქტი დაცულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა.

ამავე პერიოდში, ამოღებულია 112 ერთეული დაურეგისტრირებელი სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]