weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა და ეკოტურიზმის განვითარება ჩვენი პრიორიტეტია – ღარიბაშვილი

10:59 ოთხშაბათი, 15 ივნისი 2022

„ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება და ამავდროულად ეკოტურიზმის საერთაშორისო წარმატებით განვითარება და სწორედ, ეს არაჩვეულებრივი, უნიკალური ადგილი არის ამის ნათელი მაგალითი, თუ როგორ მოხდა შერწყმა, ერთი მხრივ, დაცვა ჩვენი მემკვიდრეობის და მეორე მხრივ, ასეთი თანამედროვე, მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურის განვითარება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა წალკის კანიონზე შუშის ხიდის გახსნისას.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, პროექტი წაახალისებს და ხელს შეუწყობს კანიონის მიმდებარედ ტურისტული სერვისების განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

„ძალიან ბევრი ტურისტი უნდა ჩამოვიდეს ამ უნიკალურ ადგილას, რომ ნახოს და თავად გაეცნოს ასეთ უნიკალურობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი („ბრილიანტის ხიდი“) დაცულ ტერიტორიაზე ებრაულმა კომპანია „კასს გრუპმა“ ააშენა, რისთვისაც 120 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანიის ინფორმაციით, ხიდი წალკის უნიკალური კანიონის თავზეა გადაჭიმული და დაპროექტებულია იმგვარად, რომ სრულ სინთეზშია გარემოსთან, იძლევა 360 გრადუსიანი ხედვის არეალს დაუვიწყარი შეგრძნებებისთვის და ამავდროულად აკმაყოფილებს უმაღლესი დონის უსაფრთხოების სტანდარტებს. „კასს ლენდის“ პროექტის ფარგლებში ასევე გაკეთდა ეკოტურისტული ბილიკები, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]