weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

1-ლი იანვრის შემდეგ უკანონო თევზჭერის 433 ფაქტი გამოვლინდა

11:31 ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2017
1-ლი იანვრის შემდეგ უკანონო თევზჭერის 433 ფაქტი გამოვლინდა ფოტო © რადიო თავისუფლება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს. ხაშურსა და მცხეთასთან, მდინარე მტკვარზე, ასევე სენაკის რაიონის სოფელ ტყირთან, მდინარე რიონზე, მოქალაქეები, ე.წ. ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატებით, ნავებიდან ახდენდნენ უკანონო თევზჭერას. ჯამში, მათ მოპოვებული ჰქონდათ 21 კილოგრამამდე სხვადასხვა სახეობის თევზი.

"გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერასთან ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. დეპარტამენტის თანამშრომლებს, რიგ შემთხვევებში, დაპირისპირება უწევთ კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან, რომლებიც სწრაფმავალი ნავებით, გადამცემებითა და ღამის ხედვის საშუალებებით არიან აღჭურვილნი, - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, უკანონო თევზჭერის 433 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 175 ფაქტი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამავე პერიოდში 25 ერთეული რეზინის ნავი, მათ შორის 7 ძრავზე მომუშავე, 45 ერთეული ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატი, 235 სახლართი ბადე და თევზჭერის სხვა აკრძალული იარაღები ამოიღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]