weather cur horoscope tv
დეკემბერი 10, 2019

ხანდოს ხეობაში ხალხს დაჯგუფება „მწვანე ალტერნატივა“ აბუნტებს - კახა კალაძე

14:23 ხუთშაბათი, 11 მაისი 2017 hits 2230

ვიცე-პრემიერის და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ფასანაურში, 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის წინააღმდეგ ხალხს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ აბუნტებს. კალაძის განცხადებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პროექტს ვერავინ ვერ შეაჩერებს.

„ეს არის გარკვეული დაჯგუფება არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით „მწვანე ალტერნატივა“, ვინც აბუნტებს იქ გარკვეულ ადამიანებს და შეჰყავთ შეცდომაში. იძლევიან არასწორ ინფორმაციას, თითქოს ეს ელექტროგადამცემი ხაზები არის დამაზიანებელი. თან მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ხაზები დაშორებულია მოსახლეობიდან, დაახლოებით, 100-150 მეტრით. არის ერთი კონკრეტული მონაკვეთი, სადაც 40 მეტრია დაშორება, ანუ ყველანაირ სტანდარტში ჯდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ხანდოს ხეობაში საპროტესტო აქცია გუშინ გაიმართა. აქციასთან დაკავშირებით, ენერგეტის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა, კახა კალაძის მსგავსად განაცხადა, რომ მშენებლობას არასამთავრობო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან.

„არიან არასამთავრობოები, რომლებიც მუდმივად ეწინააღმდეგებიან ჩვენ ყველა წამოწყებას, საქმე ეხება პატარა ჰესს, დიდ ჰესს, თუ რამე ხაზის გაყვანას“, - აღნიშნა ელოშვილმა. მისივე თქმით, ხაზის მშენებლობა ერთი კვირით, მეთოდოლოგიის შესწავლის მიზნით შეჩერდება.

ხანდოს ხეობაში საპროტესტო აქცია გუშინ გაიმართა. აქციაში 150–მდე ადგილობრივი მცხოვრები მონაწილეობდა. სამაგიეროდ, ათობით პოლიციელის გარდა, სპეციალური დანიშნულების რაზმიც იყო მობილიზებული. აქციის 6 მონაწილე პოლიციამ დააკავა წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის მიზეზით. 5 მათგანი სასამართლომ 400-400 ლარით დააჯარიმა, ერთის პროცესი ახლა მიმდინარეობს.

ქსანი–სტეფანწმინდის 500-კილოვოლტიანი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის განთავსებაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა 2016 წლის 27 მაისს დაამტკიცა. ხაზი რუსეთის ენერგოსისტემასთან დაკავშირების მიზნით შენდება. მშენებლობას სახელმწიფო კომპანია „ენერგოტრანსი“ ახორციელებს.

მთიულეთის და სნოს ხეობის მცხოვრებლები შიშობენ, რომ მაღალი ძაბვის ხაზებიდან ელექტრომაგნიტური ველის გამოსხივება ხელს შეუწყობს დაავადებების გავრცელებას, ეროზირებული მთების ჩამოშლას და მეწყრული პროცესების გააქტიურებას. ისინი მშენებარე ხაზის მარშრუტის შეცვლას და დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 300 მეტრით დაცილებას ითხოვენ.

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ დახმარებით ჰესის მშენებლობაზე ნებართვა სასამართლოშია გასაჩივრებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]