weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბოლო 15 დღეში ხე-ტყის უკანონო ჭრის და გადატანის 162 შემთხვევა გამოვლინდა

16:18 სამშაბათი, 16 იანვარი 2018

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 1 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 162 ფაქტი გამოავლინეს. ხე-ტყის უკანონო ჭრის და გადატანის ყველაზე მეტი - 49 ფაქტი კახეთში გამოვლინდა.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 21 ფაქტი გამოვლინდა, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 28 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 5 ფაქტი, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე - 14 ფაქტი, ქვემო ქართლში - 19 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში - 26 ფაქტი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 412 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 14 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილი 1 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]