weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ხავიერ ბარდემი გარემოსდაცვითი დოკუმენტური ფილმის პროდიუსერი გახდება

12:10 ოთხშაბათი, 21 თებერვალი 2018

ოსკაროსანი ესპანელი კინოვარსკვლავი ხავიერ ბარდემი მონაწილეობას მიიღებს დოკუმენტურ ფილმში სათაურად Sanctuary, რომელიც პლანეტის უდიდესი დაცული ტერიტორიის - ანტარქტიკის საოკეანო ნაკრძალის შექმნის კამპანიის ნაწილი იქნება.

ხავიერ ბარდემი ფილმის მთხრობელი და ერთ-ერთი პროდიუსერი იქნება. დოკუმენტური სურათის წარმოებით ბარდემთან ერთად მისი ძმა კარლოს ბარდემი და პროდიუსერი ალვარო ლონგორია დაკავდებიან.

ხავიერ ბარდემი იანვარში ეწვია ანტარქტიდას და 275 მ სიღრმეზე დაივინგისას გაეცნო მრავალფეროვან წყალქვეშა სამყაროს. აღიარებული მსახიობის თქმით, მისი გარემოსდაცვითი დოკუმენტური ფილმი ანტარქტიკის ზღვის ცხოვრებას, საზღვაო ბიოლოგიას, კლიმატურ ცვლილებასა და სხვა მსგავს საკითხებზე იქნება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]