weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ივანიშვილის პარკში ასწლოვანი ხის გადასატანად ქობულეთში 50 ხე მოჭრეს

17:34 ორშაბათი, 12 მარტი 2018

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში 50 ხე მოჭრეს, ნაწილი კი გადაჭრეს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, იმ გზით, რომლის გასწვრივაც ხეებია მოჭრილი, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ასწლოვანი ევკალიპტის ხე უნდა გადაიტანონ.

ხეებს ქარსაცავის ფუნქცია ჰქონდა, თუმცა კერძო საკუთრებაშია. აჭარის ტელევიზიასთან ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ მესაკუთრეებს ხეების მოჭრის სანაცვლოდ ფული გადაუხადეს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში კი აცხადებენ, რომ სოფელ კვირიკედან 24 ცალი ​კრიპომერიის ჯიშის ხის მოჭრა და სახერხ-სამქრომდე ტრანსპორტირება მოქალაქე თემურ ყულეჯიშვილმა ითხოვა.

„საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხის მოსაჭრელად თვითმმართველობის თანხმობა საჭირო არ არის. ნებართვას მხოლოდ მოჭრილი ხეების ტრანსპორტირებისთვის გავცემთ. რაც შეეხება მოჭრილ ხეებს, არ ყოფილა რეგისტრირებულიქარსაცავ ზოლად“, - აღნიშნეს ქობულეთის მერიაში.

სოფელ კვირიკეში მოჭრილი ხეების ამსახველი ფოტოები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა 11 მარტს გაავრცელა. მისი თქმით, სოფელში საავტომობილო გზის გასწვრივ ხეების გაჩეხვა კიდევ იგეგმება. „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს, ხეების მოჭრის კანონიერების დადგენის მოთხოვნით პროკურატურას მიმართოს.

ასწლოვანი ევკალიპტი, რომელსაც ქობულეთის სოფელ კვირიკედან გურიაში გადაიტანენ, ბიძინა ივანიშვილმა რეზო ჯინჭარაძისოჯახისგან შეიძინა.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]