weather cur horoscope tv
აგვისტო 11, 2020

ცაგერში ნაპოვნი ბელები თბილისის ზოოპარკს გადასცეს

14:02 პარასკევი, 04 მაისი 2018 hits 1298

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ცაგერის მუნიციპალიტეტში ნაპოვნი დათვის ბელები თბილისის ზოოპარკს მიაბარეს. დეპარტამენტის ცნობით, სოფელ ზედა ორბელიდან მოქალაქემ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ ტყის პირას დათვის ორი ბელი იპოვა.

„გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და დაახლოებით 2-3 თვის ასაკის, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მურა დათვის სახეობის ბელები იპოვეს“, - აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მურა დათვის ბელები, ცაგერიდან თბილისში ჩამოიყვანეს. მათ დაზიანება არ აღენიშნებოდათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]