weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ხულოში ალპური ბოტანიკური ბაღის მოწყობისთვის ტენდერი გამოცხადდა

15:17 სამშაბათი, 30 მაისი 2017

ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღში ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა ტენდერი გამოაცხადა. შესასრულებელი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 112 750 ლარია.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს წინადადებების წარდგენა 2017 წლის 19 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ. პროექტი ითვალისწინებს ბილეთების ჯიხურის, საპირფარეშოების და ავტოსადგომის მშენებლობას. ასევე მოეწყობა გამწმენდი ნაგებობა და კანალიზაცია. ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა აღნიშნული სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა შეასრულოს.

ალპური ბოტანიკური ბაღი კურორტ „გოდერძთან“ ახლოს, „შქერნალის“ ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 1960 მერტზე მდებარეობს. მას ათ ჰექტრამდე ფართობი უკავია. გოდერძის ალპური ბაღის ტერიტორია მრავალფეროვანი ჰაბიტატებით გამოირჩევა, აქ წარმოდგენილია: ტყის, მდელოს, ტბის, ჭაობის და ქვიანი ეკოტოპი.

ალპური ბოტანიკური ბაღის მოწყობა ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა 2016 წელს დაიწყო. პროექტის მიხედვით, ხულოში ახალი ალპური ბაღის არსებობა ხელს შეუწყობს კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურიზმის განვითარებას, მაღალმთიან აჭარაში არსებული ტურისტული მარშრუტების გამრავალფეროვნებას, სუბალპური ტყეების აღდგენითი ღონისძიებებისთვის სარგავი მასალის მიწოდებას. ბაღი ბეშუმის საზაფხულო კურორტისათვის სარეკრეაციო ფუნქციას შეიძენს. ბაღში განხორციელდება მაღალი მთის ეკოსისტემების შემსწავლელი სამეცნიერო-საველე ექსპედიციები, რაც ხელს შეუწყობს მაღალიმთიან აჭარაში, ბიოლოგიისა და აგროეკოლოგიის პროფილის მქონე ახალგაზრდების კვალიფიკაციის ამაღლებასა და დასაქმებას, ასევე აჭარის მაღალმთიანეთში ტურისტული პოტენციალის განვითარებას. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]