weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

წალკაში ელექტროშოკური აპარატით 143 კგ თევზი დაიჭირეს [Photos]

14:36 კვირა, 22 ივლისი 2018

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაკოვთან უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. დეპარტამენტის ინფორმაციით, ორ მოქალაქეს ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით 143 კილოგრამამდე თევზი ჰქონდათ მოპოვებული.

„გასაბერი ნავი, ელექტროშოკური აპარატი, 121 კგ ხრამულის, 14.9 კგ კალმახისა და 7 კგ წვერას სახეობის თევზი დაილუქა. საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შსს-ს შესაბამის რეგიონულ დანაყოფში გადაიგზავნება“, - ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ორი მოქალაქიდან ერთ-ერთმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]