weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

გარემოს დაცვა

„ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა“, - აღნიშნულია ვაშინგტონის უნივერსიტეტის 2016 წლის საერთაშორისო კვლევაში. იელის უნივერსიტეტის (აშშ) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ზოგადი დაბინძურების დონის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს…

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ თანამდებობა დატოვა. ბაგრატიას თქმით, თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე, ხელმძღვანელობასთან პრინციპულ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო მიდის.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში 50 ხე მოჭრეს, ნაწილი კი გადაჭრეს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, იმ გზით, რომლის გასწვრივაც ხეებია მოჭრილი, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ასწლოვანი ევკალიპტის ხე უნდა გადაიტანონ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონოდ და შენიღბულად გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.

„ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამთომოპოვებითი საქმიანობის შედეგად, რომელსაც კომპანია „RMG“ აწარმოებს, დაბინძურების არეალი და მასშტაბები საგანგაშო მდგომარეობამდეა გაზრდილი. დაბინძურებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორია, დმანისის მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი“, -…

ზესტაფონში „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა თქმით, ქალაქი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას, რადგან ფეროშენადნობი ქარხნის გამონაბოლქვი ჰაერს აბინძურებს და უამრავდაავადებას იწვევს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მეთევზეებმა ჩაქვის აკვატორიაში თევზის უნიკალური ეგზემპლარი ნახეს. სპეციალისტებმა მისი შესწავლის შედეგად დაადგინეს, რომ თევზი ლოფიუსი, იგივე ზღვის ეშმაკია (Lophius piscatorius), რომელიც ოკეანის სიღრმისეული ფენების ბინადარია.

ოსკაროსანი ესპანელი კინოვარსკვლავი ხავიერ ბარდემი მონაწილეობას მიიღებს დოკუმენტურ ფილმში სათაურად Sanctuary, რომელიც პლანეტის უდიდესი დაცული ტერიტორიის - ანტარქტიკის საოკეანო ნაკრძალის შექმნის კამპანიის ნაწილი იქნება.

ონის მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლებმა მდინარე რიონზე ჰესების კასკადის მშენებლობა აქციით გააპროტესტეს. აქციის მონაწილეთა თქმით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში ზემო რაჭას ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბულგარეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, ნავთობპროდუქტების შემცველი წყლებით ზღვა დააბინძურა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]