weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

პოლიციამ 17 წლის ლამბალოელი გოგონა თავშესაფარში გადაიყვანა

15:26 პარასკევი, 19 ოქტომბერი 2018

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მცხოვრები 17 წლის გოგონა, რომელიც, ოჯახის განცხადებით, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან თანასოფლელმა მამაკაცმა მოიტაცა, თავშესაფარშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანმა განმარტა, რომ თანასოფლელთან ოჯახის შექმნა ჰქონდა გადაწყვეტილი და მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას ან გატაცებას ადგილი არ ჰქონია.

სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში 18 ოქტომბერს იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გოგონა ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, ადვოკატისა და თარჯიმნის მონაწილეობით გამოკითხეს.

„გასაუბრებისას არასრულწლოვანმა განმარტა, რომ რამდენიმე თვის წინ გაიცნო თავისი თანასოფლელი - ს.ი. და მასთან ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. მისივე განმარტებით, რაიმე სახის ძალადობას ან/და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთას ადგილი არ ჰქონია და ყველა მოქმედება განხორციელდა მისი ნამდვილი ნების შესაბამისად. ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას ს.ი.-მ და მისმა თანმხლებმა პირმა.

არასრულწლოვანმა გამოკითხვისას, ასევე, განაცხადა, რომ ოჯახის მხრიდან, მისი ამ გადაწყვეტილების გამო, მოსალოდნელი იყო მის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, რასაც ამყარებდა მის გადაწყვეტილებამდე ოჯახში არსებული სიტუაციით.

მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვნის უსაფრთხოების მიზნით და არსებული რეალური რისკების გათვალისწინებით, გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი. ამჟამად გოგონა გადაყვანილია თავშესაფარში და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]