weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ოკუპირებული ახალგორის სასამართლომ მეარაყიშვილი ყველა ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო

17:18 ოთხშაბათი, 10 ივლისი 2019

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა. გადაწყვეტილება ახალგორის (ლენინგორის) რაიონულმა სასამართლოს მოსამართლე ფატიმა პარასტაევამ მიიღო.

მეარაყიშვილს ახალგორის პროკურატურა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდა - საქართველოს მოქალაქეობის ქონის პარალელურად სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მიღებას, ყალბი დოკუმენტის გამოყენებას და პარტია „ერთიანი ოსეთის“ მიმართ ცილისწამებას.

თამარ მეარაყიშვილი 2017 წლის 16 აგვისტოს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მილიციამ ოკუპირებულ ახალგორში დააკავა. თითქმის ორი წელია, რაც მას დოკუმენტები აქვს ჩამორთმეული და ოკუპირებული რეგიონიდან გასვლა არ შეუძლია. მეარაყიშვილმა არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება საქართველოს ხელისუფლების მხირდან უყურადღებობასთან დაკავშირებით.

საქართველოს სახალხო დამცველმა მეარაყიშვილის წინააღმდეგ მიმართული პროცესი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მისი გაჩუმებისა და მშობლიური ქალაქის დატოვების იძულების მცდელობად შეაფასა. 2018 წლის აპრილში ნინო ლომჯარიამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მაქსიმალური ყურადღება გამოეჩინა მეარაყიშვილის მიმართ, მისი და მისი ოჯახის უფლებრივი და სოციალური მდგომარეობის შემსუბუქების თვალსაზრისით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]