weather cur horoscope tv
ოქტომბერი 24, 2019

პოლიციამ ამხილა კაცი რომელიც „გურიის მოამბის“ რედაქტორს შვილების მოკვლით დაემუქრა

15:30 სამშაბათი, 17 სექტემბერი 2019 hits 457

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა საინფორმაციო სააგენტო „გურიის მოამბის“ რედაქტორის, თეა იოსელიანს მიმართ მუქარაში 1986 წელს დაბადებული ბ.მ. ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით, „გურიის მოამბის“ რედაქტორს შვილების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბ.მ.-ს კუთვნილი კომპიუტერი, საიდანაც მან მუქარის ტექსტი გააგზავნა.

შსს-ს ცნობით, მხილებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გრძელდება, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თეა იოსელიანმა სოციალური ქსელით მიღებული მუქარის შეტყობინება დაახლოებით ერთი კვირის წინ გაასაჯაროვა. ის მუქარას თავის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებდა. ფაქტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა და შსს-ს დროული გამოძიებისკენ მოუწოდა.

„ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის და უსაფრთხოების დაცვა ქვეყანაში ძლიერი, დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიასაშუალებების არსებობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რაც ვერ იქნება უზრუნველყოფილი, თუ თითოეული ასეთი შემთხვევა სამართალდამცავების სათანადო ყურადღების მიღმა დარჩება“, – განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]