weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

აჭარის ტელევიზიის დირექტორმა ჟურნალისტებთან მედიაცია შეწყვიტა

18:07 პარასკევი, 27 მარტი 2020

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს არ დააკმაყოფილოს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის უსაფუძვლო მოთხოვნა მედიაციის შეწყვეტის შესახებ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში დაფუძნებულმა ალტერნატიულმა პროფესიულმა კავშირმა სარედაქციო დამოუკიდებლობისა და შრომითი უფლებების დაცვის მიზნით, მაუწყებლის ხელმძღვანელობას კოლექტიური შრომითი დავის დაწყების თაობაზე 2020 წლის 2 მარტს მიმართა. პროფკავშირი ჟურნალისტებისთვის შრომითი უფლებებისა და პირობების გაუმჯობესებას, დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენასა და სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის შესაბამისი გარანტიების შექმნას ითხოვს. როგორც ცნობილია, მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ მოხსნეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, პროდიუსერები, მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი.

სამინისტრომ მედიატორი 18 მარტს დანიშნა. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მედიატორმა პროფესიულ კავშირთან მხოლოდ ერთი დისტანციური შეხვედრის გამართვა მოახერხა. გაერთიანებული შეხვედრა 27 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა, გაუქმდა, რადგან მაუწყებლის დირექტორმა შრომის სამინისტროს მედიაციის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა და შეწყვეტის აუცილებლობა პროფესიული კავშირის მოთხოვნების დაუსაბუთებლობით განმარტა.

საყურადღებოა, რომ დირექტორის ზეპირი გადაწყვეტილებით დისტანციური მუშაობის ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე გადაცემა „ჰეშთეგი“ განუსაზღვრელი ვადით გაჩერდა.

EMC-ის ინფორმაციით, საეთერო შეზღუდვების გარდა, დირექტორმა გამოსცა დაუსაბუთებელი ბრძანება მაუწყებლის შენობაში თანამშრომლების გადაადგილების აკრძალვის თაობაზე. ამასთან, გიორგი კოხრეიძე აგრძელებს საკუთარი თანამშრომლების შევიწროვებას და მათ სხვადასხვა საკითხებზე ახსნა-განმარტებებისა და დოკუმენტების წარდგენას სთხოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]