weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დაზე სავარაუდოდ ზეწოლა ხორციელდება – საფარი

18:14 ოთხშაბათი, 28 აპრილი 2021
ფოტოზე - ბაია პატარაია / civil.ge-ის ფოტო ფოტოზე - ბაია პატარაია / civil.ge-ის ფოტო

კავშირი „საფარი“ ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას საქმეში ჩაერთო და ითხოვს, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გარდაცვლილის დედას მიენიჭოს. როგორც „საფარის“ იურისტმა, თამარ ლუკავამ განაცხადა, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გარდაცვლილის დაზე, რომელიც ამჟამად არის დაზარალებულის უფლებამონაცვლე, ზეწოლა ხორციელდება.

ცოტა ხნის წინ, სწორედ გარდაცვლილის დის გადაწყვეტილებით ჩამოშორდა საქმეს უფლებამდამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR).

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, ოჯახის წევრების მხრიდან, სკოლის მხრიდან და შესაძლებელია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მხრიდანაც მიმდინარეობდეს ამ გოგონაზე ზეწოლა.

სწორედ ამიტომ მივმართავთ პროკურატურას და მოვითხოვთ, დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭოს დედას, მერი ცეცხლაძეს, ვინაიდან იგი მზად არის იმისთვის, რომ ბოლომდე გააგრძელოს ბრძოლა და მოითხოვოს ყველა იმ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რომელიც არ ჩატარებულა და ყველა იმ პირთა პასუხისმგებლობის დაყენება, რომელთა მიმართებაშიც დანაშაულის ნიშნები გამოჩნდება“, – განაცხადა თამარ ლუკავამ.

„საფარის“ დირექტორის, ბაია პატარაიას თქმით, PHR-ის ჩამოშორების მიზანი შესაძლოა „საქმის ჩაფარცხვა“ იყოს.

PHR-ის განცხადებით, საქმეში მათი იურისტების ჩართულობით გამოიკვეთა, რომ საჯარო სკოლამ არ მიიღო შესაბამისი ზომები 14 წლის გოგონას მიმართ ბულინგის პრევენციისა და საგაკვეთილო პროცესში უსაფრთხო დაბრუნების მიზნით. ამასთან, ორგანიზაცია ითხოვდა გამომძიებლისა და სოციალური მუშაკის მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიების დაწყებას და ასევე, ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემას, ვინც რაიმე ფორმით ძალადობა განახორციელა გოგონას მიმართ.

ქობულეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებმა 14 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 9 თებერვალს დაასრულა. ორი თვით ადრე მისგან და მისი ნათესავებისგან ქობულეთის პოლიციამ მიიღო ინფორმაცია, რომ გოგონა სრულწლოვანი მამაკაცის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, თუმცა გამოძიება გაჭიანურდა და 24 წლის მამაკაცი მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც თვითმკვლელობა მოხდა. გოგონას მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის ბრალდებით დააკავეს მისი 76 წლის ბაბუაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]